სკოლა დავამთავრე.
გული ძალიან დამწყდა და ცრემლები ვაღვარღვარე-მეტქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ,მაგრამ სულ პაწაწკინტელა სინანულის ნაპერწკალმა მაინც მოახერხა გაღვივება ჩემს გულში. თუმცა როგორც კი ექსკურსიიდან ჩამოვედი, ისიც ჩაქრა.
21 მაისის მშვენიერი დილა უნდა ყოფილიყო,მაგრამ არც ისე მშვენიერი და საკმაოდ მოღრუბლული გათენდა. არადა, მახსოვს ყველა ბოლო ზარზე მზე აცხუნებდა.
ეს იყო იმ დღის პირველი ,მაგრამ არა უკანასკნელი იმედგაცრუება.
შემდეგ ჩავიცვი ჯინსი,მაისური და გავუტიე სალონისკენ. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ჩემი ჯერიც დადგა. წარბების კორექციის და მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ვარცხნილობის დრო მოვიდა ( იმ დღეს პირველად გავიკეთე მაკიაჟი
) ჩემი წვალებითა და სიმწრით გაზრდილი თმა სტილისტმა მაკრატლის იოლი მოძრაობით მნიშვნელოვნად დაამოკლა იმ მიზეზით,რომ ბოლოები დაყოფილი მქონდა. რა გზა იყო, შევეგუე ბედს… ბელამ (ასე ერქვა პარიკმახერს) ბოლოები დამიკულულა..არადა მე მხოლოდ ოდნავ დატალღული თმა მინდოდა.
ესეც მეორე იმედგაცრუება.
თუმცა არ ვიცი იყო თუ არა იმედგაცრუება, იმიტომ რომ ყველა ნაცნობი ნათესავ-მეგობარ-მასწავლებელ-მშობელი აღფრთოვანდა ჩემი ვარცხნილობით და ამბოდნენ, ძალიან გიხდებაო.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც პირველად მეცვა იმ დღეს.
თავიდან მშვენივრად მეჭირა თავი და არ ვიმჩნევდი დილეტანტობას ამ საქმეში,მაგრამ მერე… ![]()
საერთოდ, მაკიაჟმა , ახალმა ვარცხნილობამ და ქუსლიანმა საკმაოდ შემცვალეს.
ამის დასადასტურებლად ისიც კმარა,რომ ჩმმა საუკეთესო ძმაკაცმა ვერ მიცნო, თვალი შემავლო და ჩაიარა. გაოცებული მივეჭერი და შევაჯანჯღარე და ორმაგად გაოცებულმა მკითხა: “უი,გვანცა,შენ ხარ?”

წარწერების გაკეთების, კამერების წინ პოზირების შემდეგ ღონისძიების დრო დადგა. მე,როგორც გადასული, არ ვმონაწილეობდი,მაგრმ დიდი სურვილი არც მქონდა
ძირითადად იუმორისტული სკეჩები იყო დადგმული, საკლასო სიტუაციები.. ერთი-ორი პოეტი და პროზაიკოსი გვყავს, იმათ თავიანთი შემოქმედება გაგვაცნეს, ბოლოს ყველა მეთორმეტე ავედით სცენაზე, ვიმღერეთ… ღონისძიება დიიიიიდი ტორტით დასრულდა. თურმე ჩვენი გამოშვება საიუბლიეო, სამოცდამეათე ყოფილა და ტორტზეც ამდენივე სანთელი ერჭო. დირექტორმა ჩააქრო,მაგრამ არ ვიცი , რა ჩაიფიქრა ![]()
საღამოს ექსკურსიაზე წავედით. მე მეგობრებთან ერთად ავტობუსის ბოლო სავარძელზე მოვკალათდი, კოკა გიტარაზე უკრავდა, მე და ნიკუშა ვმღეროდით ( მიუხედავად იმისა რომ ვოკალური მონაცემები არ გაგვაჩნია,მთელი გზა ვმღეროდით
) ზემFირადან დაწყებული სმოკით დამთავრებული რამე თუ იცოდა კოკამ, ყველაფერი დავაკვრევინეთ

arada kaxetis garda yvelaferzea laparaki