დღეს მგონი მსოფლიო რეკორდი მოვხსენი ფეხით სიარულში.. ![]()
კუს ტბაზე ფეხით ავედი და ჩამოვედი, პლუს ვაკის პარკიდან სახლამდეც ფეხით მივედი და მაინც..არ დავღლილვარ : DD
მოკლედ, როგორც იცით, არტ გენის ფესტივალი ჯერაც არ დამთავრებულა , დღეს სუხიშვილების კონცერტი იყო. გადავწყვიტე, ავსულიყავი. სხვათა შორის, დღეს პირველად გახლდით არტ გენზე და ძალიან მომეწონა ( შუქის ჩაქრობას თუ არ ჩავთვლით
)
6-ზე ბლოგერები აპირებდნენ შეკრებას და იქ მინდოდა თავიდნ მისვლა, მაგრამ ბოლოს არტ გენი ვარჩიე…
ჯერ ვაკის პარკში გავიარე, ყვავა და ვიღაცები ვნახე.. ფართის გეგმავდნენ ( 100 ლარად ვყიდი მათ იდეებს
) მერე იაკო მოვიდა საათნახევრის დაგვიანებით და გავწიეთ ეთნოგრაფიულისკენ…
გადავწყვიტეთ, მოკლე გზით ავსულიყავით და იმდენ ტყე-ღრეში ვიარეთ, სულ დავიკაწრეთ, რამდენჯერმე ლამის დავგორდით ,მაგრამ საბოლოოდ გავაღწიეთ.. მე და იაკო არტ გენზე წავედით, დანარჩენები გარკვეული მიზეზების გამო ისევ უკან დაბრუნდნენ, საწყლები : DDD
იქ გაბო უნდა მენახა,მაგრამ 1-2 საათი ვერ ვიპოვე, ძალიან ბევრი ხალხი იყო xD
მე და იკო წინა რიგებში მოვკალათდით და მშვენივრად ვგრძნობდით თავს, სანამ ცხრაასი კაცი არ გამოიჭიმა ჩვენ წინ და არ აგვეფარა.
მერე იაკომ იჩხუბა, გამჭირვალეები ხომ არ ხართო..
მერე გაბო ვიპოვე და გავიცანი xD პირველი ბლოგერია,რომელსაც პირადად ვიცნობ.. ძალიან გამიხარდა და საყვარელი ვიღაცაა ძალიან <3

კონცერტის მსვლელობისას ვიღაც ტიპი გვეჯდა უკან და ყურისწამღებად ღრიალებდა შიგადაშიგ ბრავოოო თან ისე სსტვენდა, მგონი სმენა დამიქვეითდა ![]()
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენ გვერდით მჯდომი გოგჩოს კკომენტარი სუხიშვილების ცეკვაზე: “რა ძერსკიაააააააააააააა”
:D
ძალიან მომეწონა ცეკვები.. უმაგრესი შესრულება იყო, დასაწყისში ქართულ-ესპანური ცეკვა ულამაზესი იყო..აღვფრთოვანდით. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორული სიმღერებისა და ცეკვების აქტიური მსმენელ-მაყურებლები არ ვართ, კონცერტით დავტკბით და ვისიამოვნეთ..
რომ დამთავრდა და გასასვლელისკენ მივიწევდით, გაბომ აღმოაჩინა,რომ საღეჭი რეზინი მიეკრო xD ჩემი თეთრი შორტი კი სასტიკად გაშავდა ![]()
გარდა ამისა, სანამ ამფითეატრიდან გავდიოდით, უამრავჯერ დავგორდით, გაბო ლამის სადღაც გადაიჩეხა xD xD
მეეეერე…გადავწყვიტეთ, ფეხით წავსულიყავით სახლში..გზაზე უამრავი ფოტო გადავიღეთ
ძალიან ვიხალისეთ..
ასევე მე იაკომ და გაბომ აღმოვაჩინეთ, რომ სამივე დედისერთები ვიყავით და ჩამოვაყალიბეთ დედისერთების კლუბი, რომელშიც გაწევრიანება Fეისბუქზე შეგიძლიათ ![]()
მე და ბატონ დედისერთას არანორმალურად მოგვინდა შოკოლადი .. დაა ალპენ გოლდისთვის დიდი მადლობა გაბოს
D

ღამის ტუ დილის პირველი საათი იყო, ვაკის ქუჩებში დავბოდიალობდით (ქუჩებში რა, ფალიაშვილზე
) ფოტოებს ვიღებდით.. მე და გაბომ ბეეევრი ვიბზრიალეთ :დდ მანეკენებს დავეჯღანეთ.. გეგეშიძის ბაღში კოწიასთან ვიპოზიორეთ
:D
ორის წუთებზე ამოვედი სახლში.. სასიამოვნოდ დაღლილი და კარგდღე გატარებული ,მაგრამ მშიერი ვზივარ და დღევანდელ ფოტოებს ვათვალიერებ : )
Tags: არტგენი, ბოდიალი, გაბო, დედისერთები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკე, ვაკის პარკი, ფალიაშვილი, ღამე, შოკოლადი

მოკლედ ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა ძალიან საყვარელი ხარ <3 ხო მგონი ასევე პირველი ვიყავი, ვინც გასთ პოსტი დავწერე შენთან და ბლოგები დავაძმობილეთ ადრე თუ რაღაც ასეთი. მოკლედ მას შემდეგ მინდოდა შენი გაცნობა და აი დღეს როგორც იქნა გაგიცანი
შესანიშნავი დღე იყო თუ იმ გოგჩოს ძერსკ კომენტარებს და უკან მძდომი ბიჭის ყურისწამღებ ფსტვენას არ ჩავთვლით. ლამის დაგორებას და იმ საღეჭ რეზინს შარვალზე რომ ამეკრო . მიყვარს ღამის თბილისში ბოდიალი და გამიხარდა რომ თქვენც ჩემსავით ბოდიალისმოყვარულები რომ ყოფილხართ. მოკლედ ზალიან ძალიან მადლობა სასიამოვნოდ გატარებული დღისთვის და იმედია მალე გნახავ ისევ :*
კი..ზეგ
:პიცაააააააააააააა:
<3
ჰაჰა! მსოფლიო რეკორდი?
))
მიცკევიჩიდან ვარკეთილამდე ვიარე ფეხით :პ სხვატაშორის ზუსტად არტ გენის გამო.. :დ დღესაც მიდიხარ?
არა,დღეს აღარ
ამ წელს ვერ დავუდე არტ-გენს გული და ძალიან დამეზარა.
ფეხის სიარული ძალიან სასარგებლოა და მეც მინდა, რომ ბევრი ვიარო ხოლმე.
მე შემემთხვა არტგენთან დაკავშირებით პრიკოლი. მივედით და ვინც დამპატიჯა იმას აზრადაც არ მოსვლია, შესვლა რომ ფასიანი იქნებოდა. მე კიდევ, როგორ ვიფიქრებდი, ცხოვრებაში პირველად მიდიოდა არტგენზე. ხოდა, გამოვბრუნდით უკან.