დღეები პრაღაში

2 Jul

prague
პრაღაში რომ ვცხოვრობდი, ჩემი სახლის წინ დიდი პარკი იყო. ვის არ ნახავდით იქ. მოხუცებს, შეყვარებულ წყვილებს, მოთამაშე ბავშვებს. პარკის ცენტრში დიდი შადრევანი იყო. ისეთი კი არა, ჩვენს ქალაქებში რომ არის, მართლა დიდი და ლამაზი. ყველგან გრძელი, მწვანე სკამები იდგა, ლამპიონები დაცვის პოლიციელებივით. მაშინ შემოდგომა იყო და ყველაფერი ოქროსფერს დაეფარა. ძირს ქარვისფერი ფოთლები ეყარა, ხეებს კი იმ თაფლის ფერი დაჰკრავდა, ბებია ძალით რომ მაჭმევდა ბავშვობაში. ჩემი სახლის აივნიდან სულ ამ პარკს ვუყურებდი. იქვე იყო საქანელა, რომელთანაც ორი წითელქუდიანი გოგო მოირბენდა ხოლმე და დაუღალავად ქანაობდა. ორივეს ლამაზი, ბროწეულისფერი ნაქსოვი ქუდი ეხურა, ზოლიანი კაბა ეცვა, ნაცრისფერი ხელთათმანები ეკეთა და გრძელი ,ქერა თმა ჰქონდა. მე აივნის მოაჯირზე იდაყვებდაყრდნობილი შევყურებდი და მათთან თამაშზე ვოცნებობდი. საღამოს დედა მოდიოდა მათთან..ძალიან ,ძალიან ლამაზი ქალი…….მაღალი და გამხდარი, შავთეთრყვავილებიანი კაბით. გოგოებს გულში ჩაიკრავდა და მიჰყავდა. მე ნაღვლიანი თვალებით მივაცილებდი მიმავალთ და მეორე დღეზე ვფიქრობდი, როცა ისევ მოაკითხავდნენ საქანელას…

Advertisement

Tags: , , , ,

2 Responses to “დღეები პრაღაში”

  1. LiLaC July 2, 2010 at 7:53 pm #

    warmovidgine <3
    shemodgomaze chemi mshoblebi apireben pragashi wasvlas :)
    imedia, odesme mec movxvdebi iq ;;)

  2. aNo July 4, 2010 at 7:46 am #

    გაგიმართლა რომ პრაღაში ნამყოფი ხარ და თუ მითუმეტეს იქ ცხოვრობდი.პრაღა ულაამზესი ქალაქია ნეტა მეც ვიყო ნამყოფი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.