ივლისის შუა რიცხვები იყო. მე და ჩემს დაქალს თბილისის სიცხე, უსაქმურობა და უაზრო ბოდიალი მოგვყირჭდა და გადავწყვიტეთ, ზღვაზე წავსულიყავით. დასასვენებლად სამეგრელოს ერთი პატარა სოფელი შევარჩიეთ. იქ არც სასტუმროებია, არც ღამის კლუბები, არც ხალხმრავლობა. არ ვიცი , გაგიკვირდებათ თუ არა,მაგრამ სწორედ ამ ბევრისთვის უცნობ სოფელში გავატარეთ ერთ-ერთი საუკეთესო არდადეგები.
როგორც უკვე აღვნიშნე, იქ სასტუმროები არ არის. ამიტომ დამსვენებლები, ძირითადად, ადგილობრივ მკვიდრებთან სტუმრად ჩამოსული ნათესავ-მეგობრები არიან. მე,ქეთი და ჩვენს სამწყემსაოდ გამოყოლებული უფროსი დაქალი მაიკო, მამაჩემის მეგობრის სახლში დავბინავდით. ეს სახლი მთელ სოფელში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია + მეპატრონე ქალაქში იყო და მთელი სამსართულიანი სახლი უზარმაზარი ეზოთი ჩვენს განკარგულებაში გახლდათ
იქ რომ ჩავედი, სხვა ჩამოსულები უკვე დიდი ხნის დამეგობრებულები იყვნენ ერთმანეთთან და ყოველ საღამოს ჩვენს მეზობელ სახლში იკრიბებოდნენ.. ეს ოჯახიც მამაჩემის ახლობლის იყო,ამიტომ მაშინათვე მათთან გავწიეთ. მასპინძლების გაცნობის შემდეგ ახალგაზრდების ჯერიც დადგა. მისალმებების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯოკერი გვეთამაშა. ოთხეული ასე შედგა: მე,ქეთი, გიორგი და სანდრო. ასეთი სასტიკი და სისხლისმღვრელი ბანქოს თამაში არასოდეს ყოფილა
რატომღაც ბიჭები იღრინებოდნენ,არც ჩვენ ვაკლებდით და ჯოკერი მზერით მისიკვდილებასა და ცინიკურ რეპლიკებში გადაიზარდა
ჩვენი დაპირისპირება ამით არ დამთავრებულა… ცივი ომი ყოველ დღე გრძელდებოდ, განსაკუთრებით გიორგი გვერჩოდა. მე და ქეთი ზოგჯერ გაკვირვებულები შევხედავდით ერთმანეთს, რა დავუშავეთ,რატომ შეგვიძულა ასეო. საუბრისას ისეთი ზიზღი და აგრესია იგრძნობოდა, თითქოს მოსისხლე მტრები ვყოფილიყავით,მაგრამ რა გზა იყო, გვიწევდა ერთმანეთის ატანა. 
განსაკუთრებით ერთ დღეს მომინდა, გიორგი და სანდრო სიცოცხლეს გამომესალმებინა და აი,რატომ 
ღამის პირველი საათი იყო, ირაკლიმ , ჩვენმა მასპიძელმა ნავი გვათხოვა. ნიჩაბთან სანდრო და გიორგი მოკალათდნენ, რამდენიმე გოგოც ჩავსხედით და შევცურეთ ზღვაში. ძალიან ლამაზი ღამე იყო, ნელი ტალღები, სავსე მთვარე..ნავიც სასიამოვნოდ ირწეოდა,მაგრამ ბიჭებმა იდილია დაგვირღვიეს, სანდრომ განაცხადა, დავიღალე და ვეღარ ვმართავ ნავსო. არადა, უკვე საკმაოდ შორს ვიყავით შესულები.. უამრავი მუდარის მიუხედავად ნაპირზე დაბრუნებბას არ აპირებდნენ. ყველა სიკეთესტან ერთად გიორგიმ გადაწყვიტა, ნავიდან გადამხტარიყო და დავეტოვებინეთ. ახლა უკვე ყველას შეგვეშინდა, რომ ბიჭები რამდენიმე საათი ასე გვაყურყუტებდნენ. მაიკომ ტირილი დაიწყო, მე გიორგის ვევედრებოდი,არ გადახტე-მეთქი და როდის-როდის დავიტანხმეთ და ნაპირისკენ გავწიეთ.. იმდენად ვიყავი განრისხებული , მინდოდა ნიჩაბი მეთავაზებინა ორივესთვის 
გიორგისა და დათუნას ( კიდევ ერთი დამსვენებელი) გამგზავრების წინა დღე იყო . ღამე სანაპიროზე კოცონი დავანთეთ. საოცრება მოხდა და სანდრო მე და ქეთის დაგვიახლოვდა, ფიჩხებს ერთად ვაგროვებდით , რაღაცებზე ხუმრობდა და გვაცინებდა. გიორგი ამ დროს დიდ ქვაზე იყო ჩამომჯდარი, სახე ისეთი დამწუხრებული ჰქონდა, გეგონებოდა, ვინმე მოკვდოიმაო.
გვერდით რომ ჩავუარე, რატომღაც ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ვკითხე, ასეთი მოწყენილი რატომ ხარ -მეთქი. რაღაც ჩაილაპარაკა გაურკვევლად და მეც აღარ ჩავეძიე. კოცონი დავანთეთ, ბევრი ვიმხიარულეთ და ცალკე მჯდომი გიორგი სულ გადამავიწყდა.
))
სახლში რომ დავბრუნდით, გადავწყვიტეთ, ამის პატრონმა რა ქნას გგვეთამაშა. ბედის იონიით, ამდენ ხალხში მაინცა და მაინც ,როცა მე უნდა მეთქვა, რა უნდა გაეკეთებინა “ამის პატრონს”, ორივეჯერ გიორგის მოუწია ჩემი განკარგულებების შერულება
ჯერ ბალახი მოძოვა, მერე – კედელს ურტყა თავი, ლოლ
უკლებლივ ყველა ვმხიარულობდით, ის კი ისევ მოწყენილი იყო. ძველი წყენა გადამავიწყდა და ღიმილით ვუთხარი, ბოლო დღეა და დღეს მაინც ნუ იქნები მოწყენილი-მეთქი,მაგრამ ჰო,რავიო, ჩაიბუტბუტა და აღარ გაუცია ხმა.
ძალიან გვიანი იყო,რომ დავიშალეთ. მე ,ქეთი და მაიკო ჩვენი სახლის აივანზე ჩამოვსხედით. ქეთის რაღაც სასაცილო ფრაზებს ვასწავლიდით მეგრულად და რომ ერეოდა, გულიანად გვეცინებოდა. (ქეთი იმერელია, მე და მაიკო – მეგრელები:D ) ამ დროს ეზოში ორი ლანდი გამოჩნდა. სამივეს სიცილი სახეზე მიგვეყინა, “ლანდები” კიბეს უახლოვდებოდნენ და ჩვენკენ მოიწევდნენ…
- ააა, დათუნა, იკა, თვენ ხაართ? გაგვისკდა გულები – ამოვისუნთქე მე 
- ჰოო,ისაა..ჩვენ ვართ კი, – დაბნეულად მიპასუხა დათომ.
- რაო,აქ რამ მოგიყვანათ?
- მეე, ისაა..რავიი,ვიფიქრე დავემშვიდობები-მეთქი – ისევ დათომ მიპასუხა.
გამახსენდა,რომ სახლში დაბრუნებამდე ორჯერ გამოვემშვიდობე და გამეღიმა.
- იკა, წამო, მგონი კარის საკეტს რაღაცა უჭირს და განახებ, ქეთი, შენც წამომყევი, – თქვა მაიკომ და მივხვდი, რატომ მოვიდა დათუნა და იმასაც მივხვდი, მაიკომ ეს ჩემამდე რომ იცოდა. საყვედურით სავსე მზერით გავაცილე და მერე დათოს მივუბრუნდი.
- ჰო, დათო,რას ამბობდი? ჩამოჯექი ისე, რას დგახარ!
- არა, იყოს , ვიდგები..თან მალე უნდა წავიდე. და ისა, მინდოდა მეთქვა რომ..მეეე,ისა, 4-5 დღეში ჩამოვალ ალბათ დაა.. ისა,გვანც მე ისაა..
მორჩილად ველოდებოდი, როდის ამოთქვამდა გულისნადებს,მაგრამ არ დასცალდა. ჩვენს ჭიშკართან მანქანის შუქებმა გაილევეს, მამაჩემმა ჩამოგვაკითხა.
- კარგი, წავედი მე ახლა და აბა შენ იცი,- აირია.
- კარგად, დათო.
დათო და გიორგი გაემგზავრნენ თბილისში. მეორე დღეს ,ჩვეულად, ირაკლის სახლში ვისხედით და შუადღის გადასვლას ველოდებოდით, ზღვაზე რომ გავსულიყავით. ამ დროს უკვე ჩვენს განუყრელ მეგობრად ქცეულმა სანდრომ მითხრა:
- გიომ მოგიკითხა
- ჰა, ვინ? ვინ გიომ? – დავიბენი.
- უი, ჰო, მეც დამიმესიჯა გუშინ და მოკითხვა გადაეცი ჩემგანო – ჩაერია საუბარში ლიკა, ჩვენი მასპინძელი, ირაკლის და
(შექსპირის პიესებში თავში დართული მოქმედი პირების აღწერა რომაა,ეგრე გამომივიდა
)
- პერსონალურად მომიკითხეო – გამოთქმით მითხრა სანდრომ.
- აა, ჰო, მეც მომიკითხე – კიდევ უფრო დავიბენი. ოდნავადაც არ მეეჭვებოდა, რომ გიორგის ვძულდი და ძალიან ბედნიერი იყო,რომ ყოველ დღე ჩემი დანახვა არ უწევდა 
ასე იყო სულ.
ყოველ დღე სანდროსგან მოკითხვას მითვლიდა გიორგი.
არც დათოს დავვიწყებივარ, მემესიჯებოდა და იქაურ ამბებს მეკითხებოდა, მალე ჩამოვალო მწერდა.
სანდროს კი უგონოდ შეუყვარდა ქეთი.
და ერთ ლამაზ, იასამნისფერ საღამოს გამოუტყდა კიდეც ამაში.
იმ დღეს ცოტათი მოღრუბლული ამინდი იყო, დიიდი ტალღები. მე ქეთი და სანდრო ვიყავით მარტო სანაპიროზე. სანდრომ თვალით მანიშნა და მე ნაპირზე გავედი, ისინი წყალში დარჩნენ. ნელ-ნელა გრილდებოდა, ცა იყო ძალიან ლამაზი.მზე ჩადიოდა და ვარდისფერ-ცისფერ ფერად იღებებოდნენ ღრუბლები.. მერე გაიასამნისფრდა, სანდრო კი იდგა შუა ზღვაში და უხსნიდა ქეთის, როგორ შეუყვარდა პირველად გოგო…უიმედოდ და უსაზღვროდ 
შეყვარებული სანდრო აუტანელი ხდებოდა :დ
მთელი დღე მე და მაიკოს გვეტიტინებოდა, როგორ ფეხებზე ეკიდა და მხოლოდ გასართობად უხსნიდა სიყვარულს გოგოებს და ყოველ მეორე კვირას ახალი GF ჰყავდა და აი,ახლა კი თვითონ აღმოჩნდა თავისი “მსხვერპლების ” ადგილას 
მერე დათო ჩამოვიდა.. ერთ დღეს საიდანღაც კატერი გამოჩხრიკა და გოგოები წაგვიყვანა სასეირნოდ.. შორს ვიყავით გასულები, გაააჩერა, წყალში ჩახტა . მაიკომ, რა თქმა უნდა, კივილი ატეხა, ახლავე დაბრუნდიო,მაგრამ დათომ ყური აარ ათხოვა, ახლოს მოცურდა და მკითხა
- არ გინდა შენც?
- რატომაც არა..
მეც ვისკუპე კატერიდან და შუა ზღვასი გავცურე..მაგარი შეგრძნება ყოფილა.ცურვა ისე შორს,საიდანაც ნაპირი ძლივს-ღა ჩანს. მაგრამ მალევე რომ არ ავბრუნებულიაყვი კატერზე, მაიკო ალბათ თავისი ხელი დამახრჩობდა
ზაფხული დაუვიწყარი იყო.. ყოველ საღამოს ვერთობოდით ისე, რომ არც ერთ ღამის კლუბსა თუ ხალხმარავალ პლიაჟზე არ მიტარებია დრო. ზოგჯერ უკაცრიელ სანაპიროზე ვჯდებოდი და ბეეეევრს ვფიქრობდი,, ვოცნებობდი, ვსეირნობდი, არ მიწევდა მზეზე დასახრუკად გამოსული მილიონობით გოგჩოს ყურება, როგორც ეს ქობულეთსა თუ ბათუმში ხდება..მოკლედ, გადასარევი ადგილი იყო. ერთ დღეს ბოიარის ციხე სიმაგრესავით მოვაწყვეთ რაღაც თამაში, მინიშნებები მიმოვფანტეთ მთელ სოფელში .. 
ერთხელაც შუა ზღვაში გადავხტი ძალიან მაღალი სიმაღლიდან.
ექვსჯერ მივედი კიდესთან და დავბრუნდი,ვერ გავბედე გადახტომა 
- რა იყო, ასე გეშინია? – მკითხა იკამ
- ჰოოოო!
- მოდი , ხელი მომკიდე და ერთად გადავხტეთ
- კარგი
- წამო, -ღონივრად ჩაბღუჯა ირაკლიმ ჩემი ხელი
- ვაიმე–ე-ე-ე-ე-ე-ე , – თან ვკიოდი თან ვიცინოდი, სანამ დგაფუნით ჩავეშვებოდი წყალში..

პ.ს.
სექტემბერში უკვე ჩემს ნომერზე მომიკითხა გიორგიმ და გამომიტყდა, პირველივე ნახვისთანავე შემიყვარდიო 
უცნაური love story იყო ისე.. ერთი-ორი კვირის მიმოწერის მერე მივივიწყეთ ერთმანეთი.:D:D
აი,სანდრო კი მთელი წელი ქეთის სკოლასთან იყო ატუზული და უპასუხო სიყვარულით იტანჯებოდა
ბოლო კომენტარები / Recent Comments